მასუდ ფეზეშქიანი – ჩვენი პოლიტიკაა კონსტრუქციული ურთიერთქმედება ყველა მეზობელ ქვეყანასთან მათი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გათვალისწინებით
ჩვენი პოლიტიკაა კონსტრუქციული ურთიერთქმედება ყველა მეზობელ ქვეყანასთან ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გათვალისწინებით, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, თეირანი არასდროს ეძებს კონფლიქტს, ყოველთვის მნიშვნელოვან და ეფექტურ როლს თამაშობდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში.
სომხური მედიის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს გასულ თვეში მომხდარი მოვლენების გამო სამძიმარი გამოუცხადა. მხარეებმა ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ფაშინიანმა ფეზეშქიანი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.