მასუდ ფეზეშქიანი – ჩვენ საუდის არაბეთთან ომში არ ვართ

21:58, 12.09.2026

ჩვენ საუდის არაბეთთან ომში არ ვართ, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ჰუსიტებს“ საკუთარი პრობლემები აქვთ.

„არაერთხელ მითქვამს, რომ რეგიონის ყველა ქვეყანა ერთად უნდა დასხდეს და რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება დაამყაროს. არ არსებობს არც ლოგიკა და არც მიზეზი, ჩვენ ერთმანეთთან ომი ან კონფლიქტი გვქონდეს“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.

მსგავსი