მასუდ ფეზეშქიანი – აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო დანაშაულები მათივე არჩევნებზე მათ წინააღმდეგ შემოტრიალდა

13:16, 11.11.2026

აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო დანაშაულები მათივე არჩევნებზე მათ წინააღმდეგ შემოტრიალდა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

ირანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და ისრაელში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოება უარს ეუბნება ომის გამჩაღებლებსა და აგრესორებს.

ფეზეშქიანის განცხადებით, აშშ-ში, ისრაელსა და ევროპაში არჩევნების შედეგები ეწინააღმდეგება იმ ადამიანების სურვილებს, რომლებიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი მხარდაჭერას აცხადებენ, თუმცა რეალურად სწორედ ამ პრინციპების წინააღმდეგ მოქმედებენ.

ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაერო-ს კლიმატის სამიტზე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერსა და ოფიციალურ პირთან, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

ირან-თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას მასუდ ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძალიან კარგ დონეზეა. მისი თქმით, ირანსა და თურქეთს აქვთ მრავალი საერთო რეგიონული, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტერესი, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას.

მსგავსი