მასუდ ფეზეშქიანი – აშშ ირანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ეტაპით ვერაფერს მიაღწევს

16:46, 26.08.2026

ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, მთავრობას აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში მოქმედების გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.

„მთავრობის ეკონომიკური სექტორების მიერ მომზადებული ზომებით, შეერთებული შტატები ეკონომიკური ზეწოლითაც ვერაფერს მიაღწევს, ისევე როგორც ირანის შეიარაღებული ძალების სიმამაცისა და ხალხის მხარდაჭერის წყალობით ომში ვერაფერს მიაღწია. ჩვენი პრინციპია პრობლემების გაგება და მათი გადაჭრა ურთიერთქმედებისა და მოლაპარაკებების გზით, თუმცა ამავდროულად მტკიცედ დავუპირისპირდებით ეკონომიკურ ზეწოლას, როგორც აქამდე ვაკეთებდით და მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ირანს შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები ძირითადად შეჩერებულია, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური მცდელობები ჩიხშია შესული და სრუტეში გადაადგილება კვლავ სახიფათოა. ამასთან, აშშ ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს და სანქციებით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ვაჭრობას გააგრძელებენ.

მსგავსი