მასუდ ფეზეშქიანი - ამერიკა და ევროპა ცდილობენ სანქციებისა და ზეწოლის დაწესებას ირანის მიმართ, ფიქრობენ, რომ ამ ზეწოლით შეუძლიათ ჩვენი პროგრესის შეჩერება
მასუდ ფეზეშქიანი - ამერიკა და ევროპა ცდილობენ სანქციებისა და ზეწოლის დაწესებას ირანის მიმართ, ფიქრობენ, რომ ამ ზეწოლით შეუძლიათ ჩვენი პროგრესის შეჩერება

ამერიკა და ევროპა ცდილობენ ყველაზე მეტი სანქციის და ზეწოლის დაწესებას ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყანის მიმართ, ფიქრობენ, რომ ამ ზეწოლით შეუძლიათ ჩვენი პროგრესის შეჩერება, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირანს სურს მსოფლიოსთან საუბარი და ის არ დაემორჩილება ძალადობას, ჩაგვრასა და ბულინგს.

„შეგვიძლია ყველა პრობლემის გადალახვა. ჩვენ ერთგულები ვართ ღმერთის. შედეგად, ჩვენ არ ვართ ერთგულები ამერიკისა და მისი მოკავშირეების. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს მსოფლიოსთან ბრძოლა, ჩვენ გვსურს მსოფლიოსთან საუბარი, ჩვენ არ დავემორჩილებით ძალადობას, ჩაგვრას და ბულინგს. ეს მიწა აშენდება ამ ქვეყნის ახალგაზრდების მონდომებით, ელიტებით, მეცნიერებით, ინვესტორებითა და ინოვატორებით და ამერიკა ვერ შეძლებს ჩვენს ამ სიტუაციაში შეჩერებას“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.