„მასტერშეფს“ გასტრონომიული ელჩის სტატუსი მიენიჭა
„მასტერშეფს“ გასტრონომიული ელჩის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს პირველი არხის მეგაშოუ „მასტერშეფს“ გასტრონომიული ელჩის საპატიო სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაში განმარტავენ, რომ საქართველოს გასტრონომიის ელჩი არის არაფორმალური დიპლომატიური სტატუსი, რომელიც ენიჭება კულტურის, სარესტორნო ბიზნესის, სამეცნიერო წრეების, შოუბიზნესის, ლიტერატურის, სპორტის, ჟურნალისტიკის, ასევე დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელს.

„საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოს პირველ არხსა და Nova Production-ს ლოკალურ ასპარეზზე ქართული გასტრონომიის ცნობადობის ამაღლებისათვის და „მასტერშეფ საქართველოს“ დიდი პატივისცემით გადასცემს გასტრონომიული ელჩის სტატუსს. თქვენი ამაგი მნიშვნელოვანია ქართული სამზარეულოს განვითარებისთვის“, – აცხადებენ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაში.

დატოვე კომენტარი