„მასტერშეფის“ მე-12 სეზონის გამარჯვებული მარია კაზაბონა გახდა

23:00, 31.12.2025

საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მე-12 სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტული მარია კაზაბონამ მოიპოვა.

გამარჯვებული დღევანდელ ფინალურ შოუში გამოვლინდა.

მარია კაზაბონასთან ერთად, „მასტერშეფის“ ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ თაია არაბული და გიორგი ჭავჭანიძე.

ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს –  „მასტერშეფის“ მე-12 სეზონი საქართველოს პირველ არხზე 2025 წლის 2 ნოემბერს დაიწყო.

მსგავსი