„მასტერშეფის“ ფინალისტები ცნობილია
„მასტერშეფის“ ფინალისტები ცნობილია

საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ სამი ფინალისტი ცნობილია. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მოსაპოვებლად დიმიტრი რჩეულიშვილი, მარიკა კოპალიანი და რუსო დაუშვილი იბრძოლებენ.

პროექტის ფინალისტები დღევანდელ ნახევარფინალურ შოუში გამოვლინდნენ.

„მასტერშეფის“ მეექვსე სეზონის ფინალი 28 ნოემბერს გაიმართება. მეგაპროექტის რჩეული მზარეული სამი ფინალისტიდან გამოვლინდება.