„მასტერშეფის“ ჟიურიმ 12 საუკეთესო მონაწილე შეარჩია
„მასტერშეფის“ ჟიურიმ 12 საუკეთესო მონაწილე შეარჩია

კულინარიული მეგაშოუმასტერშეფის“ 12 საუკეთესო მონაწილის ვინაობა ცნობილია. მონაწილეები ჟიურიმ დღევანდელ გადაცემაში შეარჩია.

მასტერშეფის“ 12-ეული ასე გამოიყურება: ნინო ვარშანიძე, ეკატერინე გაგუა, თამაზ დავარაშვილი, თუთა ოქროპირიძე, დიმიტრი შარაშენიძე, ნინო მჭედლიშვილი, სალომე სიჭინავა, ლიკა გულუა, მაკა ნიკვაშვილი იოსი კაკიაშვილი, მარკ ციმნენკო, ბექა ქოსიაშვილი.

შერჩეული 12 მონაწილე საუკეთესო მზარეულის ტიტულის მოსაპოვებლად გააგრძელებს ბრძოლას.

ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ლიცენზირებული საერთაშორისო კულინარიული მეგაშოუს, „მასტერშეფის“ მეხუთე სეზონი საქართველოს პირველ არხზე 4 აპრილს დაიწყო.

მასტერშეფი