მასტერ ლიგის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
Socca მსოფლიო ჩემპიონატზე (6×6-ზე ფეხბურთი) საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა პირველი მატჩი პაკისტანის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 5:3 მოიგო.
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, საქართველოს ნაკრებიდან თავი გიორგი ენუქიძემ გამოიჩინა. მეორე ნახევარში კი თამაზ ვახანიას დუბლით, ლუკა ბოგველისა და რატი ცაწკრიალაშვილის გოლებით 5:3 გავიმარჯვეთ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე თამაზ ვახანია გახდა, რომელის ანგარიშზეც დუბლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
მომდევნო შეხვედრას საქართვლოს ნაკრები 30 აგვისტოს ლიბანის გუნდთან გამართავს.