მასტერ ლიგა | მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
მასტერ ლიგა | მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT

მასტერ ლიგის (6×6-ზე ფეხბურთი) მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია.

საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც როსტო ფარცვანიაა, K ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი გუნდი შოტლანდიისა და მაროკოს ძლიერ ნაკრებებთან ერთად მოხვდა, მეოთხე მეტოქე კი ირლანდიაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგით მოიპოვა. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ ტურნირზე გუნდმა ნახევარფინალამდე გააღწია და ოთხეულში დაიკავა ადგილი.

ეს ისტორიული შედეგია, რადგან საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასულ წელს ითაამშა, მეორე მცდელობაზე კი მუნდიალის საგზური მოიპოვა.

მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 2-11 ივნისს გაიმართება. ტურნირს გერმანიის ქალაქი ესენი უმასპინძლებს.