მასშტაბური წყალდიდობის გამო, თურქეთის შს მინისტრი ართვინში ჩავიდა
მასშტაბური წყალდიდობის გამო, თურქეთის შს მინისტრი ართვინში ჩავიდა

მასშტაბური წყალდიდობის გამო, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ართვინში ჩავიდა.

არჰავის რაიონში საავტომობილო გზები დაიტბორა და წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სახლების პირველი სართულები დატბორილია და ზოგიერთი ადგილობრივი მოსახლე სტიქიის ზონიდან გასვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

სამაშველო ჯგუფები ერზურუმიდან და ტრაპიზონიდან გაგზავნეს. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. თურქეთის „წითელი ნახევარმთვარის“ ორგანიზაციის ჯგუფები მოსახლეობაში წყალს და საკვებ პროდუქტებს არიგებენ.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ცნობა, რომ წყალდიდობამ კაშხალი დაანგრია, სიმართლეს არ შეესაბამება. სტიქია თავს დაატყდა რიზეს და ვიწეს რაიონებსაც.