მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, კოლუმბიის პრეზიდენტი ქალაქ კალიში სამხედრო ძალებს განათავსებს
მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, კოლუმბიის პრეზიდენტი ქალაქ კალიში სამხედრო ძალებს განათავსებს

კოლუმბიის ქალაქ კალიში მიმდინარე მძაფრი საპროტესტო აქციების ფონზე, რომელსაც ბოლოს სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნის პრეზიდენტმა, ივან დუკემ სამხედრო ძალების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.

დუკეს განცხადებით, უკვე ერთი თვის მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციები არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების მიერ არის ორგანიზებული და ამის სადემონსტრაციოდ სრულ „სადაზვერვო შესაძლებლობებს“ გამოიყენებს.

„სამხედროების განთავსება მთელ პროვინციაში ჩვენს შესაძლებლობებს გაზრდის და დეტალურად იქნება შესწავლილი მიმდინარე ვანდალური ქმედებები, ძალადობა და ურბანული ტერორიზმი“, – აღნიშნა დუკემ.

უკვე ერთი თვეა, კოლუმბიაში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, რომელსაც 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 2 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და პოლიციელი.