მასიმილიანო ალეგრის „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნა სურს
მასიმილიანო ალეგრის „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნა სურს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „გარდიანმა“ (The Guardian).

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი მომდევნო სამუშაო ადგილად განიხილავს ინგლისის პრემიერლიგას, ამიტომ მან უკვე დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა.

აღნიშნავენ, რომ ალეგრის სწორედ „იუნაიტედის“ გაწვრთნა სურს, თუ კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გაშვებას.

საგულისხმოა, რომ „მანჩესტერს“ ჯერჯერობით კვლავაც ეიმედება ნორვეგიელი სპეციალისტის და არ აპირებს მასთან კონტრაქტის გაწყვეტას, მაგრამ ალეგრის კანდიდატურა მაინც მონიშნული აქვს.

პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფრედ – 1:1 ითამაშა „არსენალის“ წინააღმდეგ და შვიდ ტურში ცხრა ქულით ყველაზე ცუდი სტარტი აქვს ბოლო 30 წლის განმავლობაში.