მასიმილიანო ალეგრი - იუვენტუსის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ვრჩები
მასიმილიანო ალეგრი - იუვენტუსის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ვრჩები

ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აიაქსის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩი შეაჯამა (1:2). იტალიის ჩემპიონმა დაასრულა გამოსვლა ტურნირზე.

„კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, თუმცა ოდნავ ერთფეროვნად ვმოქმედებდით. ფეხბურთი არაპროგნოზირებადია. შემთხვევითი გოლის შემდეგ შიში გაგვიჩნდა. მეორე ტაიმი სხვანაირად უნდა წაგვეყვანა. აიაქსმა სრულიად დაიმსახურა გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა. რონალდო ცდილობდა, გუნდს დახმარებოდა, მან ბევრი მოგვცა. მაგრამ, როცა გუნდი მეოთხედფინალში იმყოფება, მნიშვნელოვანია თითოეული მოთამაშე. დაგვაკლდა ოთხი ან ხუთი ფეხბურთელი. ამის გამო, ერთიანი გუნდი აღარ ვიყავით, რამაც აიაქსს უპირატესობა მისცა. მომავალი კლუბში? მე ვუთხარი იუვენტუსის პრეზიდენტს, რომ დავრჩები. მოგვიანებით დავსხდებით კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად მაგიდასთან და ვიფიქრებთ იუვენტუსის მომავალზე“, – განაცხადა ალეგრიმ.