„მაშველი“ ბათურა ბათუმიდან - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვიდეო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ვიდეოს „მაშველი“ ბათურას შესახებ.

„​მაშველმა გოდერძი გოგიშვილმა ბათურა რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ქუჩაში იპოვა. ძაღლი ახალგაცნობილ მეგობარს თავიდანვე მიეკედლა და აღარ ჩამოშორებია.

მაშველმა ძაღლის გაწვრთნა დაიწყო, რამდენიმე თვეში, ბათურას მაშველის ინსტიქტები გამოუმუშავდა და ახლა ის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გვერდზე სოციალურ ქსელში.