მაშველებს გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ [ვიდეო]

მაშველებს გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანია ჩარჩენილი უღელტეხილზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, არ დაშავებულა არც ერთი მოქალაქე.

დეტალურ ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

ვიდეო სამაშველო ოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.