მაშველებმა ზღვაში 17 წლის ახალგაზრდა გადაარჩინეს

17:51, 25.07.2018

მაშველებმა ბათუმში, ზღვაში 17 წლის ბიჭი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები კობა ფერაძე და ლაშა როშინი შემოვლაზე იმყოფებოდნენ, როცა ზღვის ნაპირიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით მოცურავე შენიშნეს, რომელსაც ქარმა სერფინგის დაფა წაართვა და უკან გამოცურვას ვერ ახერხებდა.

სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი