მაშველებმა უშბადან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს

17:02, 18.08.2019

მაშველებმა მწვერვალ უშბადან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს.

ტურისტები რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც გამყოლი გიდის გარეშე დღეს დილით გაემართნენ უშბასკენ. ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო და გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

ტურისტები ამ წუთებში მესტიის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მსგავსი