მაშველებმა თბილისში, ჩაკეტილი ბინიდან ორი წლის ბავშვი გამოიყვანეს

18:44, 22.04.2019

თბილისში, ისნის რაიონში მეხანძრე-მაშველებმა ჩაკეტილი ბინიდან ორი წლის ბავშვი გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული და ის ბინიდან უვნებლად გამოიყვანეს.

მეხანძრე-მაშველებმა ბავშვი მშობლებს გადასცეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი