მაშველებმა თბილისის ზღვაზე ერთი არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს, მეორე დაკარგულის ძებნა გრძელდება

19:48, 21.07.2020

მაშველებმა თბილისის ზღვაზე ერთი არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს, მეორე დაკარგულის ძებნა გრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

​თბილისის ზღვაზე ორი არასრულწლოვანი ცოტა ხნის წინ გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საძიებო სამუშაოებში ხუთი მყვინთავია ჩართული.

მსგავსი