მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული ტურისტებიდან ორი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი, დაშავებულია
მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული ტურისტებიდან ორი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი, დაშავებულია

მაშველებმა სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტიდან, ორი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი, დაშავებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში  სამი ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ ღამით შევიდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, საძიებო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მესტიის სპეციალიზებულმა სამაშველო ჯგუფმა. ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. დაკარგულთა პოვნა ცოტა ხნის წინ მოხერხდა.  მაშველთა ჯგუფებს ისინი მესტიაში გადაჰყავთ.