მაშველებმა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოზარდი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

21:01, 05.07.2018

მაშველებმა სოფელ ჭუბერში, მთაში ჩარჩენილი მოზარდი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ​სამაშველო ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი ხელმძღვანელობდა.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მსგავსი