მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შატილიდან დაშავებული მამაკაცი ჩამოიყვანეს
მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შატილიდან დაშავებული მამაკაცი ჩამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით  სოფელი შატილიდან თბილისში მამაკაცი ჩამოიყვანეს, რომელმაც სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დუშეთში, სოფელი შატილში, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს მამაკაცმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება.

ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო იყო პაციენტის სასწრაფოდ გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პაციენტის გადმოსაყვანად უმოკლეს დროში, შატილის მიმართულებით გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და ექიმები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

დატოვე კომენტარი