მაშველებმა ქობულეთში 41 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს
მაშველებმა ქობულეთში  41 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს

ქობულეთის სანაპიროზე მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს დახრჩობას. 41 წლის მამაკაცი მაშველების გაფრთხილების მიუხედავად, აღელვებულ ზღვაში შევიდა და სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

სანაპიროს მაშველებმა მამაკაცი ნაპირზე გამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმებმა დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.