მაშველებმა ორ უცხოელ მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს
მაშველებმა ორ უცხოელ მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ბორჯომში, გოგიას ციხის მიმდებარედ მყოფ ტურისტებს ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის და ეგვიპტის მოქალაქეები ციხის მიმართულებით ფეხით გავიდნენ, თუმცა რთული რელიეფის გამო, უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს.

მეხანძრე-მაშველებმა გოგიას ციხის მიმდებარედ ორი მოქალაქე იპოვეს და უსაფრთო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.