მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი გარდაცვლილი ამოიყვანეს
მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი გარდაცვლილი ამოიყვანეს

ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი გარდაცვლილი ამოიყვანეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

ნაპოვნია ორი მამაკაცისა და ბავშვის ცხედრები.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მალევე მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც უკვე გაეწერა კლინიკიდან. მაშველებმა ნანგრევებიდან შემდგომ ამოიყვანეს შუახნის ქალი. მოგვიანებით, ამოიყვანეს მამაკაცი.

იქამდე ნანგრევებიდან მაშველებმა გარდაცვლილი ქალი ამოიყვანეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.