ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს.
ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ბათუმში საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ასევე ამოიყვანეს ორი დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.