მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს [ფოტო]
მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს [ფოტო]

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა იუსტიციის სახლის მიმდებარედ მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თვითმხილველმა სააგენტოს ძაღლის შესახებ ცხელი ხაზის საშუალებით აცნობა.

„ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ადგილზე უმოკლეს პერიოდში მივიდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოტონავით ძაღლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანა. მიუსაფარი ცხოველი თავს კარგად გრძნობს. მაშველები მის მიმკედლებელს დაუკავშირდნენ და ძაღლი თავისი ბინადრობის არეალში დააბრუნეს“, – განაცხადეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.