მაშველებმა მტკვარში 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, 20 წლის ახალგაზრდას კი ეძებენ
მაშველებმა მტკვარში 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, 20 წლის ახალგაზრდას კი ეძებენ

თბილისში, სამგორის რაიონში მტკვარში მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ამ დრომდე მიმდინარეობს 20 წლის ახალგაზრდის ძებნა.

20 და 25 წლის ახალგაზრდები ძმები იყვნენ.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ე.წ. ზეემკას დასახლებაში სამძებრო სამუშაოები გუშინ, 15:00 საათზე დაიწყო, ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა და დღეს დილიდან განახლდა.

ადგილზე 25 მაშველი და მყვინთავები მუშაობენ.