მაშველებმა მარტვილის სოფელ ქვემო ხუნწში მცირეწლოვანი გადაარჩინეს

01:30, 11.06.2025

მაშველებმა მარტვილის სოფელ ქვემო ხუნწში მცირეწლოვანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შევიდა ინფორმაცია მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ ბავშვის გაუჩინარების შესახებ.

„ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, აგრეთვე წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით ნაპოვნია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი