მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს [ფოტო]
მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს [ფოტო]

თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე, კონიაკის დასახლებაში მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს.

როგორც თვითმხილველები პირველ არხთან საუბარში აცხადებენ, კნუტი ხიდან ჩამოსვლას ხუთი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა.

დასახმარებლად მოსახლეობამ სამაშველო სამსახური გამოიძახა.

თვითმხილველების თქმით, კნუტი ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.