მაშველებმა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს
მაშველებმა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მეათეკლასელი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.

არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა იმ ტერიტორიასთან ახლოს იპოვეს, სადაც საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა.

მოზარდის სამძებრო სამუშაოები თითქმის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გუშინ მაშველებმა მეწყრული მასიდან არასწრულწოვნის მშობლების ცხედრები ამოიყვანეს.

სამძებრო სამუშაოების შედეგად, გუშინვე მეწყერში მოყოლილი ავტომობილის ორი მგზავრი იპოვეს.