მაშველებმა დაბა სტეფანწმინდაში მყოფი ესტონელი ტურისტი გადაარჩინეს
მაშველებმა დაბა სტეფანწმინდაში მყოფი ესტონელი ტურისტი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დაბა სტეფანწმინდაში, მეტეოსადგურზე შეუძლოდ მყოფ ესტონელი ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 54 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში მოათავსა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დაბა სტეფანწმინდაში, მეტეოსადგურზე იმყოფებოდა ესტონელ ტურისტთა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა და მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

54 წლის მამაკაცი, დაბალი წნევის გამო, ადგილზე მყოფი პოლონელი ექიმების მიერ შეერთებული იყო სასუნთქ აპარატზე და მისი ქვეითად გადაადგილება და ჩამოყვანა შეუძლებელი იყო.

უამინდობის გამო, მეტეოსადგურის მიმართულებით შეუძლებელი იყო ვერტმფრენის გაფრენა. შესაბამისად, ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე, სტეფანწმინდიდან გავიდა ხუთკაციანი ქვეითი სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი ესტონელი ტურისტი მეტეოსადგურიდან უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის რაიონის სამაშველო ჯგუფი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.