მაშველებმა ჭიათურაში, მდინარე ყვირილაში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს [ვიდეო]

ჭიათურაში, თხელიძის ქუჩაზე მეხანძრე-მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა მდინარე ყვირილაში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.