მაშველებმა ბათუმში ტურისტები გადაარჩინეს
მაშველებმა ბათუმში ტურისტები გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ბათუმში ტურისტები გადაარჩინეს.

სამსახურის ინფორმაციით, გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები, 35 წლის მამაკაცი და მისი 10 წლის შვილი ზღვაში სკუტერით სეირნობდნენ, რა დროსაც მცურავი საშუალება გადაბრუნდა და მამა-შვილი წყალში ჩავარდა. მაშველებმა მათი ამოყვანა შეძლეს.

ამასთან, შავი ზღვიდან, უვნებლად გამოიყვანეს საფრანგეთის ოთხი მოქალაქე. ტურისტები, სანაპიროდან 5 კმ-ში, კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება