მაშველებმა ადიდებული მდინარიდან მონადირე უსაფრთხოდ გამოიყვანეს
მაშველებმა ადიდებული მდინარიდან მონადირე უსაფრთხოდ გამოიყვანეს

მაშველებმა ადიდებული მდინარიდან მონადირე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება, რომ ლოჭინის ხეობაში, მდინარე მტკვრის მოულოდნელი ადიდების შედეგად, წყალში წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე აღმოჩნდა მონადირე, რომელიც ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.

მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების თანამშრომლებმა წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, წარმატებით განხორციელებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მაშველებმა ადიდებული მდინარიდან მონადირე უსაფრთხოდ გამოიყვანეს

მაშველებმა ადიდებული მდინარიდან მონადირე უსაფრთხოდ გამოიყვანესსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება, რომ ლოჭინის ხეობაში, მდინარე მტკვრის მოულოდნელი ადიდების შედეგად, წყალში წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე აღმოჩნდა მონადირე, რომელიც ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება. მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის განყოფილების თანამშრომლებმა წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, წარმატებით განხორციელებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on 2018 წლის 12 იანვარი, პარასკევი

დატოვე კომენტარი