მაშველებმა 50 წლამდე მამაკაცი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინეს [ვიდეო]
მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 50 წლამდე მამაკაცი ამოიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში გადახტა, თუმცა მაშველებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1793613604276197/