მაშველებმა ​თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანის ოპერაცია დაასრულეს [ვიდეო]

სამთო-მაშველებმა ​თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანის ოპერაცია დაასრულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

18 ივლისს სამთო-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ერთი უკრაინელი ტურისტის უვნებლად გამოყვანა შეძლეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.