მაშველების მიერ გომის მთაზე ნაპოვნი სამი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
მაშველების მიერ გომის მთაზე ნაპოვნი სამი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მაშველების მიერ გომის მთაზე ნაპოვნი სამი ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კლინიკა „მედალფას“ დირექტორის, დავით მდინარაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სამივე პაციენტს ჩაუტარდა საჭირო სამედიცინო დახმარება. მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. ახლა მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ბინაზე გაწერა რამდენიმე დღეში მოხდება. რაც შეეხება გუშინ კლინიკაში შემოყვანილ მეხანძრე-მაშველს, მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია“, – განაცხადა დავით მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი ადამიანი ათსაათიანი ძებნის შედეგად იპოვეს.