მარუან ფელაინი ბელგიის ნაკრებს გამოეთხოვა

09:56, 09.03.2019

ჩინეთის შენდუნ ლუნენის ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ საკუთარი ტვიტერის მეშვეობით გამოაცხადა, რომ ბელგიის ნაკრებში კარიერა დაასრულა.

„ბელგიის ნაკრებში 12-წლიანი გამოსვლის შემდეგ, გადავწყვიტე ნაკრებში კარიერის დასრულება. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ გრძნობ, რომ წასვლის დრო მოვიდა. უნდა მივცე საშუალება მომავალ თაობას, გააგრძელოს ბელგიური ფეხბურთის ისტორიაში ეს წარმატებული პერიოდი. ჩემთვის დიდი პატივი იყო, წარმომედგინა საკუთარი ქვეყანა 87 მატჩში, მეთამაშა მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე და ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე. ბევრი შესანიშნავი მოგონება დამრჩა. ვამაყობ იმით, რომ ბელგიას დღეს პირველი ადგილი უჭირავს ფიფას რეიტინგში. წარმატებას ვუსურვებ მწვრთნელსა და გუნდს ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირში. მადლობა, ბელგიავ“, – დაწერა ფელაინიმ.

ნაკრებში ჩატარებულ 87 მატჩში ნახევარმცველმა 18 გოლი გაიტანა.

მსგავსი