მარტყოფში საფეხბურთო მინი-მოედანი გაიხსნა - არველაძეების პირველი ინფარსტრუქტურული პროექტი
მარტყოფში საფეხბურთო მინი-მოედანი გაიხსნა - არველაძეების პირველი ინფარსტრუქტურული პროექტი

ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდის და გაეროს უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით, პირველი ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

არველაძეების ფონდის ოფიციალური გვერდის ცნობით, სოფელ მარტყოფში საფეხბურთო მინი-მოედანი ამ თანამშრომლობის შედეგად გაიხსნა. მცირე საფეხბურთო არენა თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ლტოლვილები დროებით ცხოვრობენ.

არველაძეების ფონდმა პროექტი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის დაფინანსებით განახორციელა. თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი 2010 წლიდან ფუნციონირებს. ის საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის დაფინანსებით აშენდა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან და ამერიკის საელჩოსთან ერთად, 2016 წელს ფონდმა პროექტი საფეხბურთო თერაპია განახორციელა.