მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა 25 მძღოლს ამოეწურა
მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა 25 მძღოლს ამოეწურა

საგზაო მოძრაობის ახალი წესების ამოქმედებიდან დღემდე მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა სრულად 25 მძღოლს ამოეწურა.

პირველმა არხმა მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ამოწურვის შედეგად 2017 წლის პირველი ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 22 პირს, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე 3 პირს შეუჩერდა მართვის უფლება.