მარტვილში წაჩხურობას აღნიშნავენ [ფოტო]
მარტვილში წაჩხურობას აღნიშნავენ [ფოტო]

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში სახალხო დღესასწაულს წაჩხურობას აღნიშნავენ.

აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათ დღეს ტაძარს საქართველოს ყველა კუთხიდან უამრავი მომლოცველი ჰყავს.

ტაძარში მოსალოცად უშვილო ადამიანები მიდიან. მათ თან მორთული აკვანი მიაქვთ.

ტაძრის მოძღვარმა ყველა აკვანი აკურთხა და შემდეგ უშვილო წყვილებს დაურიგა.

წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი მე-7 საუკუნეშია აგებული, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ მე-18 საუკუნეში განახლებულმა დარბაზული ტიპის ეკლესიის ნაგებობამ მოაღწია.

ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა.