მარტვილში, ბალდის მამათა მონასტერში დაპირისპირება მოხდა

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დღეს ბალდის მამათა მონასტრის მღვდელმსახურებსა და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს შორის.

როგორც მონასტრის მღვდელმსახურები ამბობენ, მიტროპოლიტი სტეფანე ტაძარში წირვის აღსავლენად პირველად მივიდა. მღვდელმსახურებს წირვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მღვდელმსახურებმა მიტროპოლიტ სტეფანეს მეუფე პეტრესთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

მიტროპოლიტი სტეფანე ტაძრიდან გააცილეს შეძახილებით – „ცრუ“.