მარტვილში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
მარტვილში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მარტვილში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქის 39-ე უბანი დროულად გაიხსნა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე მისულია ამომრჩეველთა 4.15 პროცენტი.

„არჩევნების პირველ ტურში ამ დროისთვის 7.75 პროცენტი იყო მისული. სულ 39 საარჩევნო უბანზე 32647 ამომრჩეველია. ჯერ არც დამკვირვებელთა და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შესულა“,- განუცხადა პირველ არხს მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ბართაიამ.

მარტვილის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენებში ორი კანდიდატია შეყვანილი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ალექსანდრე გრიგალავა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა დანელია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.