მარტვილში, 9 აპრილს დაღუპული აზა ადამიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს

14:46, 09.04.2019

სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელიამ და პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული აზა ადამიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

აზა ადამია 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისას დაიღუპა. ის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. აზა ადამია მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა.

9 აპრილს დაღუპულები რეგიონის მასშტაბით ჩატარებულ რამდენიმე ღონისძიებაზე გაიხსენეს.

მსგავსი