მარტვილში 57 წლის მამაკაცს მეათე დღეა, ეძებენ
მარტვილში 57 წლის მამაკაცს მეათე დღეა, ეძებენ

მარტვილში, 57 წლის დავით მირცხულავას, მეათე დღეა, უშედეგოდ ეძებენ.

როგორც დაკარგული მამაკაცის თანასოფლელები აცხადებენ, დავით მირცხულავა მათთან ერთად ლებარდეს ხეობაში, ჯონჯოლის საკრეფად იყო წასული, თუმცა  მოგვიანებით ჯგუფს გამოეყო და ამის შემდეგ აღარ უნახავთ. ადგილობრივების ინფორმაციით, ხეობიდან დაბრუნებულ ჯგუფის წევრებს დავით მირცხულავა სახლში არ დახვდათ.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და  დაკარგულის ახლობლები არიან ჩართული.

დავით მირცხულავა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის მკვიდრია.