მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაურია

09:33, 05.11.2021

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაურია.

როგორც ბალდის მონასტრის განკვეთილმა, მამა ათინოგენემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სალხინოს მამათა მონასტრის განკვეთილმა მღვდელმსახურებმა საპატრიარქოდან მიიღეს წერილი, რომ 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ მონასტერი, თუმცა აღნიშნულზე უარი განაცხადეს.

საუბარია 15-მდე სასულიერო პირზე, რომლებიც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, თანამდებობებიდან მარტი-აპრილის თვეში გადააყენა, სექტემბერში კი, სრულად განკვეთა ეკლესიიდან.

მამა ათინოგენეს ინფორმაციით, ხუთი სასულიერი პირი, რომელიც სალხინოს მამათა მონასტერში ცხოვრობდა, დაკავებულია და გადაყვანილია მარტვილის პოლიციაში.​

სალხინოს მამათა მონასტრის კელიებში განლაგებულნი არიან ჩოხოსნები, თავად მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი კი, წირვას ატარებს.

ადგილზე იმყოფებიან სასულიერი პირები და მრევლი. ტერიტორიას სამართალდამცველები იცავენ.

მსგავსი