მარტვილის სკოლის ექსკურსია საქართველოს პირველ არხზე

17:51, 27.11.2023

პირველ არხს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. სკოლის საბავშვო გადაცემის – „გვირილების“ პატარა ჟურნალისტებმა პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ წამყვანთან, ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ინტერვიუ ჩაწერეს.

მოსწავლეები ეწვივნენ ნიუსრუმს და გაესაუბრნენ ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს. მოინახულეს საქართველოს რადიოს სტუდია და პირდაპირი ეთერის დაწყებამდე გადაცემის – „42 პარალელი“ წამყვანები გაიცნეს. ბავშვებმა დაათვალიერეს პირველი არხის სტუდიები და საეთერო, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს ეთერში გადაცემების გასვლის სპეციფიკის შესახებ.

მსგავსი